სასამართლოს კრიტიკისთვის, არა მგონია სანქციების დაწესება სწორი იყოს, რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა

სასამართლოს კრიტიკისთვის, არა მგონია სანქციების დაწესება სწორი იყოს, რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა

რაც შეეხება სასამართლოს კრიტიკას, არა მგონია ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციების დაწესება სწორი იყოს. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნახავს.

”რაც შეეხება სასამართოს კრიტიკას, არა მგონია ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციების დაწესება იყოს სწორი. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა. ამ ეტაპზე ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო წინადადება არ მინახავს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები".

უფრო ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.