გიორგი გახარია მოლდოველას რესპუბლიკის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია მოლდოველას რესპუბლიკის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტით მყოფ მოლდოვის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრ ვასილე ბიტკას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.  მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს.

ვასილე ბიტკა თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში იმყოფება. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას მხრიდან, მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობენ.