გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად გავლენა სირიაზე კი არა რუსეთზე უნდა მოახდინოს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად გავლენა სირიაზე კი არა რუსეთზე უნდა მოახდინოს

სირიაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად გაერო-ს უშიშროების საბჭომ გავლენა არა დამასკოზე, არამედ რუსეთზე უნდა მოახდინოს. აღნიშნულის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ბევრი თქვენგანი ამბობდა, რომ საჭიროა გავლენის მოხდენა სირიის რეჟიმზე. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ჩვენ გავლენა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, ვინაიდან რუსეთი განაგრძობს სირიის რეჟიმზე ხელის დაფარებას. რუსეთი მათ ხელს უწყობს ჰუმანიტარული დახმარების შეფერხებაში. რუსეთი განაგრძობს იმ ლიდერის დაცვას, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რუსეთი განაგრძობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე ვეტოს უფლების გამოყენებას და ასადი განაგრძობს ასეთ საქციელს, ვინაიდან იცის, რომ რუსეთი დაეხმარება“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისი თქმით, საჭიროა რუსეთზე გავლენის მოხდენა ამ კუთხით, ვინაიდან სურვილის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ბოლო მოუღოს ამ სიტუაციას.