ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გვექნება საერთო კონსენსუსი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ასახულია კონსტიტუციის პროექტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვით, მაჟორიტარები პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა შეხვედრა. "გაგრძელდლება მსჯელობა და დისკუსია ყველა ნორმასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გვექნება საერთო კონსენსუსი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული წარმოდგენილ პროექტში",- აღნიშნა კობახიძემ.