ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისსაკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისსაკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოსპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში, ევროპისსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას.

სესიის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემიურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისსხდომაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს ჩატარდა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის სპეციალური მოსმენა. პირველ რიგში, საკმაოდსაინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ეხებატერორიზმის საკითხებს და ტერორიზმის მსხვერპლთა დაცვისსაკითხებს. იყო სპეციალური მოსმენა და ჩართვა, რომელიცგაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ჩატარდა. ამ საკითხზეკომიტეტი მუშაობს და ამზადებს სპეციალურ ანგარიშს“,- განაცხადა ეკაბესელიამ. მისივე თქმით, ასევე, მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიცწამების საწინააღმდეგო კომიტეტის ახალ სტანდარტებსა და რეკომენდაციებსეხება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემგანაცხადა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტში საქართველოს ახალიწარმომადგენლის შერჩევის პროცესი დაწყებულია.

დღეს იყო განხილვა და ამ კვირის სესიაზე იქნება წარდგენილი. საქმე ეხებასწორედ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ახალი წევრების არჩევას,რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, როგორიც არისკვალიფიციურობა, სპეციალური მომზადება, კომპეტენტურობა და ასეშემდეგ. ჩვენ, საქართველოც ვემზადებით, რომ წამების საწინააღმდეგოკომიტეტში გვყავდეს ჩვენი ახალი წევრი წარდგენილი და ეს შერჩევისპროცესი დაწყებულია, ამიტომ, კომიტეტებზე იქნება სპეციალური სხდომაამისთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე ინფორმაციით, კომიტეტირამდენიმე საკითხზე, მათ შორის, ინტერპოლის სისტემის რეფორმაზემუშაობს.

დღესვე, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტისსხდომა გაიმართა.

„ვიცეპრეზიდენტი და მოდგილე ავირჩიეთ, უკრაინის დელეგაციიდან. ესკომიტეტი ამზადებს შემდეგ სხდომას და მოსმენას, როგორ სრულდებაანგარიშები, როგორია სტატისტიკა, როგორ ასრულებენ ქვეყნებიევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. დღეს ამ ორი სხდომის და ერთიგაერთიანებული სხდომის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური დოკუმენტიმომზადდა და კვირის განმავლობაში ამ დოკუმენტების განხილვაგაგრძელდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ.