პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ითქვა მორიგი ტყუილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა მოხერხდა შემადგენლობის შეცვლის გზით

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ითქვა მორიგი ტყუილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა მოხერხდა შემადგენლობის შეცვლის გზით

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დღეს ითქვა მორიგი ტყუილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა და კენჭისყრა მოხერხდა შემადგენლობის შეცვლის გზით, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის შეფასებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ.

მისი თქმით, 43 ხმა ნებისმიერი კვორუმის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ამ ცვლილებების გატანას. “ძალიან არ მიხარია ასეთი ხისტი შეფასების გაკეთება, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ნამდვილად ურჩევნიათ, არ მოატყუონ საზოგადოება. დღეს ითქვა მორიგი ტყუილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა და კენჭისყრა მოხერხდა შემადგენლობის შეცვლის გზით. 43 ხმა ნებისმიერი ქვორუმის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ამ ცვლილებების გატანას. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, ვისაც ამის დაჯერება არ უნდა. ეს ყველაფერი არის მოგონილი ამბავი და პოლიტიკური ინსინუაცია. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ამ კამათს ნუ ჩავყვებით, რადგან ამ კამათს აზრი ეკარგება”, - განაცხადა მდინარაძემ.