თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პირველივიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, საქართველოსა და ევროპას შორის აქტიურთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ის წლების განმავლობაში ყოველთვისმხარს უჭერდა საქართველოს და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კონსოლიდირებული ანგარიში ოკუპაციასთან დაკავშირებით.დარწმუნებულები ვართ, რომ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც ბატონი იაგლანდი სრულ მხარდაჭერასგამოუცხადებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მივიღეთ დაპირება, რომ მისი მხარდაჭერა გვექნებაყველაფერში, რაშიც დაგვჭირდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისსასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებსმართავენ.