„ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაუქმდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაუქმდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაუქმდეს.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, აღნიშნული უწყების შექმნა თავიდანვე შეცდომა იყო და ეს არის „ზედმეტი ორგანო“.

„ამ სამინისტროს ისეთივე როლი აქვს ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურაში, როგორც მეხუთე ბორბალს შეიძლება დაეკისროს მანქანაში. ეს არის აბსოლუტურად უსარგებლო. მას არავითარი რეალური დატვირთვა არა აქვს. იგი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს პროცესებზე და მხოლოდ შემოიფარგლება ხოლმე ამ სტრუქტურის წარმომადგენლების იშვიათი კომენტარებით. ამიტომ არ უნდა ვაწვალოთ ეს ხალხი, ისევე როგორც არ უნდა ვხარჯოთ ბიუჯეტიდან ფული. ეს უნდა გაუქმდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აიღოს თავის თავზე ის ფუნქციები, რომელიც დაკისრებული აქვს ამ სამინისტროს. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას გაცილებით მეტი ნდობა და ფუნქცია აქვს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე ამ უზარმაზარ სამინისტროს. ეს არ არის არც მინისტრის და არც იქ დასაქმებული ადამიანების ბრალი. ეს უბრალოდ არის ზედმეტი ორგანო, რომელიც არ უნდა შექმნილიყო და თუ დროზე გააუქმებენ, იქნება უკეთესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.