საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს ხვდება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტსხვდება. თომას მარკერტსდელეგაციის ხელმძღვანელი - თამარ ჩუგოშვილი საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის პროექტის ბოლო ვერსიის შესახებ ინფორმაციას აცნობს.

„ვენეციის კომისიის მდივანს მივაწვდით ინფორმაციას კონსტიტუციის პროექტის ბოლო ვერსიის შესახებ, ბოლოშეთანხმებების შესახებ, რაც კომისიის ფარგლებში შედგა და ასევე, სამომავლო პროცესის შესახებ - როგორ ვგეგმავთსაერთო სახალხო განხილვებს. ვენეციის კომისიას საბოლოო პროექტი რამდენიმე დღეში გაეგზავნება“,- განაცხადაშეხვედრის დაწყებამდე თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას.