ცვლილების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არავის მივცეთ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების საშუალება

ცვლილების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არავის მივცეთ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების საშუალება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამოქალაქო პარტნიორობის საკითხი შესაძლოა არა კონსტიტუციის, თუმცა კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს.

„სამოქალაქო პარტნიორობა შეიძლება მოწესრიგდეს კანონმდებლობის დონეზე. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ეს არ არის კონსტიტუციის დონეზე მოსაწერიგებელი საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში, კობახიძის თქმით, ამის მიზანი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციაა.

„არსებული ვითარება ქმნიდა ასეთ რისკს. ამიტომ, თავის დროზე პრემიერის განცხადების და ამ ცვლილების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არავის მივცეთ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების საშუალება“, - დასძინა კობახიძემ.