საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში ღია დებატებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში ღია დებატებში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, დღეს ღია დებატებში მიიღებს მონაწილეობას.  როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი ერთსულოვანია.

„საკმაოდ მწვავე რეაქცია იყო გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დაწყების პირველ დღეს, როდესაც თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პედრო აგრამუნტი უნდა გადადგეს. ეს იყო ერთერთი მოთხოვნა და მგონი, რომ უმრავლესობა ერთსულოვანი იყო. დღეს იქნება ღია დებატები, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მწვავე კითხვები და შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.