ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის სხდომაში იღებს მონაწილეობას

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის სხდომაში იღებს მონაწილეობას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოსპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენელობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის სესიაში.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სესიის ფარგლებში მონაწილეობას იღებსიურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათშორის:

სისხლისსამართელბრივი დევნის გამოცხადება და დასჯა დაყეშის (ისლამური სახელმწიფოს) მიერ ჩადენილიადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის ან შესაძლო გენოციდისთვისაც (შესავალი მემორანდუმის განხილვა);

ადამიანის უფლებები ჩრდილოეთ კავკასიაში (რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტში გასათვალისწინებელიცვლილებების განხილვა);

საგანგებო მდგომარეობა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულგადახვევასთან დაკავშირებული პროპორციულობის საკითხი (შესავალი მემორანდუმის განხილვა).

დღესვე, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისქვეკომიტეტის სხდომა ჩატარდება.