ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ, ირიბ არჩევნებზე ხომ არ გადავიდნენ

ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ, ირიბ არჩევნებზე ხომ არ გადავიდნენ

ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ, ირიბ არჩევნებზე ხომ არ გადავიდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

ის ოპონენტების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მოსახლეობას სურს, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს.

ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას არც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა სურს, თუმცა სხვადასხვა პარტიები და ინსტიტუტები ამას მაინც მოითხოვენ.

“მოსახლეობას სურს, რომ ყველა რაიონს თავისი მაჟორიტარი ჰყავდეს. გამოკითხვებიც ადასტურებს ამას. ამის მიუხედავად, პარტიები, ინსტიტუტების წარმომადგენლები მაინც ითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ერთიანი, კომპლექსური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სჭირდება თუ არა ქვეყანას, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილება ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მეორე ნახევარი – საპარლამენტო წესით.

თუმცა, როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ პრეზიდენტის არჩევის ირიბ წესზე გადასვლაზე.