ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს შანსი, ასეთი დებატების შედეგად შეცვალოს და გააუმჯობესოს ის საკითხები, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში.

"ეს საკითხებია პარლამენტის არჩევნების წესი, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვარგა. ერთი შეხვედრით არავინ არაფერს გაითვალისწინებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხს და შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება",- განაცხადა ტუღუშმა.