რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გუნდის ფორმირებისთვის სულ მცირე 8 თვე დასჭირდება.
„დღეს ყველაფერი ინერციით ვითარდება, ვინაიდან აშშ-ში ადგილებზე ჯერ კიდევ ბარაქ ობამას ხალხია. ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულფასოვანი სამუშაოს დაწყებას. ტრამპის გუნდი ჯერ კიდევ ფორმირებული არ არის. ბუშის შემდეგ ობამა ხალხს რვა თვის განმავლობაში ცვლიდა. არა მგონია, ტრამპს ეს უფრო სწრაფად გამოუვიდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალ Esquire-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, რას უწოდებს ამ ეტაპზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს, ლავროვმა უპასუხა: „მოლოდინს“.