კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი კანდიდატი კახი ბექაური დარეგისტრირდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი კანდიდატი კახი ბექაური დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახა ბექაურის კანდიდატურა წარადგინეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომისიიდან აცნობეს, არჩევნები 2 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.      

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.