თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ პედრო აგრამუნტის გადადგომა მოითხოვოს

თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ პედრო აგრამუნტის გადადგომა მოითხოვოს

თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ მოითხოვოს პედრო აგრამუნტის გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში ვიზიტის დროს განაცხადა.

ქაცარავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის საკითხი დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება.

”დღეს იქნება სესია, სადაც მოგვეცემა საშუალება, რომ დავსვათ კითხვები მისი სირიაში ვიზიტის შესახებ. იყო ძალიან ინტენსიური განხილვები პოლიტიკურ ჯგუფებშიც და სხდომაზეც ამ თემის ირგვლივ და თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ მოითხოვოს აგრამუნტის გადადგომა, თუმცა არ არსებობს იმპიჩმენტის მსგავსი პროცედურა. უნდა დაველოდოთ სესიას და გადაწყდება ეს საკითხი”, - განაცხადა ქაცარავამ.

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, დეპუტატები სირიაში მისი ვიზიტის გამო აგრამუნტის გადადგომას ითხოვენ.