საფრანგეთის შსს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

საფრანგეთის შსს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

აქვეყნებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01% მიიღო, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,30%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება. 

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 20,01%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,58%, ბენუა ამონი - 6,36 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,70%, ჟან ლასალი - 1,21 %, ფილიპ პუტუ - 1,09%, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,64 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 80,42% იყო.