ევროკავშირს სურს, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი ერთად დარჩნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„ევროკავშირი არ არსებობს თავისი წევრი ქვეყნების გარეშე. ევროკავშირის წევრი ქვეყნისა და ბრიუსელის დაპირისპირება მცდარი ნაბიჯია. ევროკავშირში წევრობა არ ნიშნავს იდენტურობისა და სუვერენიტეტის დაკარგვას“, - აღნიშნა მოგერინიმ.
ის იმედოვნებს, რომ საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ერთად დარჩებიან.
„საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშის მეგობრობა ბუნებრივია. ჩვენი ვალდებულებაა ისე მოვიქცეთ, რომ ევროკავშირმა განაგრძოს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, - დასძინა მან.