ძალიან კარგია, რომ ეს ამბავი მიიჩნიეს მთავარ მოსადავებელ თემად, - ასე პასუხობს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შემცირების თაობაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერმა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო, სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, „რადგან რეალობა უნდა ასახულიყო შესაბამის დოკუმენტში“.
მისივე განმარტებით, კომისიის შემადგენლობასა და შესაბამისად, კვორუმში ცვლილებების გარეშე, ვერ გავიდოდა ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები.
„ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ ალტერნატიული წინადადებები, არასამთავრობოების თუ ექსპერტების, გასულიყო. ვერ გავიდოდა ვერც არასამთავრობოების მიერ დაყენებული რამდენიმე ალტერნატიული წინადადება, რომელთა გასვლაც, ახალმა კვორუმმა უზრუნველყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტის სახალხო განხილვა სავარაუდოდ, მაისში დაიწყება და დაახლოებით, ერთი თვე გაგრძელდება.