ის ფაქტი, რომ ”ოცნების” გარდა, ყველა პარტია კონსტიტუციის პროექტს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თავისთავად დიაგნოზია

ის ფაქტი, რომ ”ოცნების” გარდა, ყველა პარტია კონსტიტუციის პროექტს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თავისთავად დიაგნოზია

ის ფაქტი, რომ ”ქართული ოცნების” გარდა, უკლებლივ ყველა პარტია მიიჩნევს კონსტიტუციის ამ პროექტს საქართველოსთვის საზიანოდ, ეს თავისთავად არის დიაგნოზი, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს სტრატბურგში განუცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება მხოლოდ ერთია პარტია იყოს მართალი და დანარჩენი ყველა ცდებოდეს.

”როგორ შეიძლება ცდებოდეს უკლებლივ ყველა და მარტო ”ქართული ოცნება” იყოს მართალი?! როგორ შეიძლება მარტო ერთ პოლიტიკურ პარტიას, ”ქართულ ოცნებას” ჰქონდეს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე?”- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.