რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი საფრანგეთთან კარგი ურთიერთობების წარმართვას გეგმავს და პატივს სცემს ფრანგი ხალხის არჩევანს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთთან კარგი და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობის გაგრძელებას. ჩვენ პატივს ვცემთ ფრანგი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.
ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.