დონალდ ტრამპის 100-დღიან საქმიანობას გამოკითხულთა 42 % იწონებს, რაც აშშ-ს პრეზიდენტების რეიტინგში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

დონალდ ტრამპის 100-დღიან საქმიანობას გამოკითხულთა 42 % იწონებს, რაც აშშ-ს პრეზიდენტების რეიტინგში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი პირველი 100 დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგებს შორის 1945 წლიდან ყველაზე დაბალია. აღნიშნულს ცხადყოფს სოციოლოგიური კომპანია Langer Research Associates-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

რესპონდენტებს შეფასება უნდა მიეცათ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღისთვის. გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობა პირველი 100 დღის განმავლობაში გამოკითხულთა 42%-მა მოიწონა.

აღსანიშნავია, რომ ამავე 100-დღიანი პერიოდისთვის ბარაქ ობამას მოწონების მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა.

თუმცა, საქმიანობის გარკვეულ სფეროებში ტრამპმა გამოკითხული ამერიკელებისგან მაღალი შეფასებები მიიღო. მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნის სფეროში მისი საქმიანობა რესპონდენტთა 73%-მა მოიწონა.