გიორგი კვირიკაშვილი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშაზადეს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მრავალეროვნული, მრავალკონფესიური სახელმწიფოა, სადაც რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული და სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები წარმოადგენდნენ საქართველოს საზოგადოების რელიგიური და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს.

ქართული მხარის განმარტებით, 2014 წლიდან სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება რელიგიურ კონფესიებს, მათ შორის მუსლიმ თემს. დაიწყო სახელმწიფოსგან რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ალაჰ შუქურ ფაშაზადეს 65 წლის იუბილე მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.