საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს

2017 წლის 26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. სესიის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავენ.

ამ მასშტაბის და პოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოში გამართვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ღონისძიების მაღალ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს.

მასში მონაწილეობას  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყანა მიიღებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-ზე მეტი მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას.

ღონისძიების გაშუქების მიზნით მედია აკრედიტაციის მისაღებად საჭირო ინფორმაციას გაეცანით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.nato-pa.int/Default.asp?SHORTCUT=4379