ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს - მომხდარი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე

ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს - მომხდარი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.

„მორიგი ტერაქტი პარიზში. ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. აღნიშნული დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე“, - წერს დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც მომხდარს ტერაქტი უწოდა.

„ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ ადგილი ჰქონდა სროლას. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, ორი კი დაჭრილია. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.