რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს (УФСБ) მისაღებში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
„21 აპრილს, ადგილობრივი დროით, 17:02 საათზე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხაბაროვსკის ოლქის სამმართველოს მისაღებში უცნობი პირი შემოვიდა და ცეცხლი გაუხსნა შენობაში მყოფ ადამიანებს. დაიღუპა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი და ერთ-ერთი ვიზიტორი, ერთი პირი დაჭრილია. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემთხვევის ადგილას გამომძიებლების ჯგუფი მუშაობს.