ჩვენ ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ და ორივე ერი ამით ამაყია

ჩვენ ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ და ორივე ერი ამით ამაყია

ჩვენ ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ და ჩვენი ორივე ერი ამით ამაყია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე ორმა ქვეყენამ ძალიან კარგი ურთიერთობები დაამაყარა.

„ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ დავამყარეთ, არის ძალიან განსაკუთრებული. ჩვენ არასდროს არ ვმალავთ, რომ უნგრელები ვართ ერი, რომელმაც მიგრაცია განახორციელა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, იმ კვლევებით, რომელსაც ატარებენ ჩვენი მეცნიერები კავკასიაში და ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ის კავშირები, რომელიც წარსულში არსებობდა. ასევე ვმუშაობთ და ვცდილობთ, გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვართ გარკვეუწილად ნათესავები და ჩვენი ორივე ერი ამაყია იმით, რომ მეგობრობს და ერთმანეთს მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს მომავალი მეგობრობის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.