მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა

მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა

მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თანამშრომლობის პოზიტიურ ზრდაზე მეტყველებს პოლიტიკური ურთიერთობის სიხშირეც, რაც ორმხრივი ვიზიტებისა თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაში გამოიხატება.

„იმავდროულად, მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.

„აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, წელს აღინიშნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

„ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით, მართლაც, შეგვიძლია ვიამაყოთ. დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს