“Red Hot Chili Peppers” -მა ახალი დისკი ჩაწერა

“Red Hot Chili Peppers” -მა ახალი დისკი ჩაწერა

გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი „Red Hot Chili Peppers”-ის წევრებმა ახალი დისკი ჩაწერეს.

ცოტა ხნის წინ მუსიკოსებმა გაყიდვაში სტუდიური ჩანაწერი „I’m With You” გამოუშვეს. ამ ალმობზე მუშაობის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს რომ 18 ახალი კომპოზიცია კიდევ ჰქონდათ დარჩენილი.

ჯგუფის წევრები რამდენიმე დღით საკუთარ სტუდიაში განმარტოვდნენ და ეს სიმღერები ხელახლა ჩაწერეს. ცნობილი გახდა რომ ახალი დისკი დღის სინათლეს მიმდინარე წლის აგვისტოში იხილავს. ჯერჯერობით მისი სავარაუდო დასახელება უცნობია.

ჯგუფი “Red Hot Chili Peppers” 1983 წელს, ქალაქ ლოს-ანჯელესში დაარსდა.

მისი სულისჩამდგმელები ვოკალისტი ენტონი კიდისი და ბასისტი მაიკლ ბალზარი იყვნენ. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში მათ გარდა შედიოდნენ მედოლე ჯეკ აირონსი და გიტარისტი ჰილელ სლოვაკი. ეს უკანასკნელი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მოხმარების გამო 1988 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიო პოპულარობა ჯგუფმა 1991 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ალბომი "Blood Sugar Sex Magik” რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

“Red Hot Chili Peppers”-ის ისტორიაში გამოშვებული ცხრა მუსიკალური ალბომიდან ყველაზე წარმატებულად “Californication” ითვლება.