გერმანიის პროკურატურა - დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული

გერმანიის პროკურატურა - დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული

გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისლამისტური წრეებიდან ორი ეჭვმიტანილია, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია, - განაცხადა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელმა. 

„ორივე ეჭვმიტანილის ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, მომხდარის გარემოება იმის საშუალებას იძლევა, რომ მას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. 

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო გადაიდო.