მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძეზე - ამ ნაბიჯით ის, კიდევ ერთხელ, თავს შეირცხვენს

მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძეზე - ამ ნაბიჯით ის, კიდევ ერთხელ, თავს შეირცხვენს

ამ ნაბიჯით ის, კიდევ ერთხელ, თავს შეირცხვენს, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეჟისორი ქეთი დოლიძე აპირებს, კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს.

„ეს ქალბატონი ქეთის უფლებაა, თუმცა მე ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ის კიდევ ერთხელ თავს შეირცხვენს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება ის, რომ ბევრი გარემოება, რომელზეც ის საუბრობს ბოლო ხნის განმავლობაში უბრალოდ ტყუილია“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ქეთი დოლიძე კულტურის სამინისტროს თეატრების ბიუჯეტის შეცირების გამო აკრიტიკებს. რეჟისორი სოციალურ ქსელ Facebook-ში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
„არაფერი გამოგივა, უსინდისო ადამიანო! თუმანიშვილის თეატრი უმწიკვლოდ მუშაობს და საინტერესოა, თუ მარტო ხელფასის ფული გვაქვს, მე ვაკლებ ფულს ზურაბ ყიფშიძეს? ამ ადამიანს მე სასამართლოში ვუჩივლებ! აუცილებლად! ბატონო პრემიერ-მინისტრო! როდემდე უნდა დაგვცინოს მინისტრმა?“, - წერს ქეთი დოლიძე.