პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველი ერთეულების გაყოფა იყო არასწორი ნაბიჯი, რომელიც კოალიციურ რეჟიმში გადაიდგა და დღეს შეიძლება ხარვეზის გამოსწორება.
კობახიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება არათუ დაასუსტებს თვითმმართველობებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს.
“თავის დროზე, როდესაც კატეგორიული წინააღმდეგი ამას ვასაბუთებდი კონკრეტული, მათ შორის ფისკალური და სხვა ტიპის გათვლებით და მმართველობასთან დაკავშირებული არგუმენტებით. თავის დროზე, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა კოალიციურ რეჟიმში და დღეს შეგვიძლია ეს ხარვეზი გამოვასწოროთ თუ შესაბამისი დასაბუთება იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.