ირაკლი კობახიძე გაუნაწილებელ მანდატებზე - ეს არის ის მცირე ბონუსი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში

ირაკლი კობახიძე გაუნაწილებელ მანდატებზე - ეს არის ის მცირე ბონუსი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში

გაუნაწილებელი მანდატების მმართველ პარტიაზე გადანაწილება არის ის მცირე ბონუსი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პროპორციული სისტემით არჩევნებისას გაუნაწილებელი მანდატების მმართველ პარტიაზე გადანაწილებას და ამასთანავე 5%-იან ბარიერს მოიცავს, შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. 

“ეს არის ის მცირე ბონუსი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუფერხებელი გაგრძელებისთვის. ჩვენი შეთავაზება არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, ეს სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს ერთი მხრივ, პლურალიზმსა და მეორე მხრივ, სისტემის სტაბილურობის ინტერესებს შორის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.