ოპონენტებმა ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირი არჩევის წესთან შედარებით.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
შესაბამისად, კობახიძის თქმით, ძალაშია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე.
“ჩვენ წარვადგინეთ არაერთი მყარი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირი არჩევის წესთან მიმართებით. ვერც ერთი მყარი არგუმენტი ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს. თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს, შეგვიძლია განვაგრძოთ მსჯელობა, თუმცა ვიმეორებ, მათ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, ძალაშია ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე”, - განაცხადა კობახიძემ.