ავტოხულიგანი ჩარლი

ავტოხულიგანი ჩარლი

ერთხელ, მანქანის საჭესთან მჯდომმა ჩარლი ჩაპლინმა ქუჩაში მოძრაობის წესები დაარღვია.

დიდი მსახიობი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

პოლიციის კომისარმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩაპლინი:

- ნაცნობი სახეა. თუ არ ვცდები, მე თქვენ სადღაც მინახიხართ.

- შესაძლებელია! – ჩაილაპარაკა მსახიობმა.

- აი, ხომ ხედავთ, თქვენ თვითონ აღიარებთ. განა არა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენ გამოუსწორებელი ავტოხულიგანი ბრძანდებით!