ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.