ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას „უგუნურ და უპასუხისმგებლო“ ქმედებად აფასებს

ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას „უგუნურ და უპასუხისმგებლო“ ქმედებად აფასებს

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმა „უგუნური და უპასუხისმგებლო“ ქმედება იყო.

„რაც აშშ-მ განახორციელა, უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია, რაც მხოლოდ აშშ-ის ახლომხედველობაზე და პოლიტიკურ და სამხედრო სიბრმავეზე მეტყველებს“, - ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სირიის სამხედროების შეფასებით, ეს შეტევა „აშკარა აგრესიაა“, რაც ძირს გამოუთხრის სირიის მიერ ტერორიზმთან ბრძოლას.

სირიის მთავრობამ კიდევ ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება იდლიბის პროვინციაში.