პარლამენტში მიმდინარე დებატებისას, რამდენიმე წუთის განმავლობაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი სასესიო დარბაზში არ იმყოფებოდა.
პრეზიდენტი სხდომათა დარბაზიდან იმ დროს გავიდა, როცა სიტყვით უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიოდნენ. ამასთან დაკავშირებით უმრვლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უკმაყოფილება გამოხატა.
გოგიჩაიშვილი დაინტერსდა, თუ რატომ არ იმყოფება პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში და თუკი არ ესწრებოდა სხდომას, მაშინ ვის ელაპარაკებოდნენ დეპუტატები.
”თუ არ უნდოდა მოსმენა, რას მოდიოდა. ან ვის ვესაუბრებით?! ნიშანდობლივია, რომ უმცირესობას მოუსმინა და გავიდა", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დაბაზში დაბრუნება უმრავლესობის წევრების გამოსვლებისას მოასწო.