პრეზიდენტის გამოსვლაში რაც მეტი დეტალი იქნებოდა, მით უკეთესად გამოჩნდებოდა, რა სავალალო დღეშია ჩვენი ხალხი

პრეზიდენტის გამოსვლაში რაც მეტი დეტალი იქნებოდა, მით უკეთესად გამოჩნდებოდა, რა სავალალო დღეშია ჩვენი ხალხი

ვერ გეტყვით რა ანალიზს და დეტალებს ელოდებოდა უმრავლესობა პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით, რადგან ნებისმიერ გამოსვლაში რაც მეტი ანალიზი და დეტალი იქნება, მით უკეთესად გამოჩნდება, თუ რა სავალალო დღეში შეიყვანა ჩვენი ხალხი და ქვეყანა ხელისუფლებამ, - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა რაც ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს.

,,ვერ გეტყვით რა ანალიზს და დეტალებს ელოდებოდა უმრავლესობა პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით, რადგან ნებისმიერ გამოსვლაში რაც მეტი ანალიზი და დეტალები იქნება, მით უკეთესად გამოჩნდება, თუ რა სავალალო დღეში შეიყვანა ჩვენი ხალხი და ქვეყანა ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არ მომწონს პრეზიდენტის გამოსვლა, მთავარი პრობლემა დღეს უმრავლესობის და მთავრობის დამოკიდებულებაშია. კიდევ ერთხელ ვიხილეთ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ჯიუტად ცდილობს თავი არ გაუსწოროს პრობლემებს, რომელიც ჯიუტად ცდილობს არ გაიზიაროს რამხელა გაჭირვებაში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, როგორ აწუხებთ მათ უმუშევრობა, გაძვირებული ცხოვრება. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად. ეს არის დღეს ფუნდამენტური პრობლემა ქვეყანაში, რომ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ხედავს, არ აღიარებს ხალხის პრობლემებს. ასეთ პირობებში, როგორიც არ უნდა იყოს პარლამეტში პრეზიდენტის გამოსვლა, დღევანდელი დებატიდან კონკრეტულ შედეგს ნაკლებად უნდა ველოდოთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.