ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფის სანიმუშო ფარისევლობა

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფის სანიმუშო ფარისევლობა

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა ”ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთიდან ტყუილები, როდესაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილეებებით უფლებამოსილება ეზღუდება. აღნიშნული განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების ” წევრმა ზაზა გაბუნიამ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის ხათუნა გოგორიშვილის საპასუხოდ გააკეთა.

”ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფის სანიმუშო ფარისევლობა, ისაუბრონ რიხით და აღმზრდელობითი ტონით საკითხებზე, რომელზე საუბარიც წესით მათ უნდა ეუხერხულებოდეთ. მაგრამ ჩვენ რომ არ ვიცოდეთ, რომ თქვენ სწორედ ის ხალხი ხართ, რომლებიც ალერგიული ხართ ყოველგვარი დემოკრატიულის და ჰუმანურის მიმართ, მაშინ ვიფიქრებდით, რომ თქვენი მოსმენა ღირს.

თქვენს ამ გამოსვლებს ისმენს საზოგადოება, რომელმაც იცის რამდენად დიდი უფსკრულია თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს შორის. დღესაც აქ თქვენი ტყუილებით უპასუხისმგებლობის მტვერი და ბუღი დააყენეთ. ეს არის ის, რაც გჩვევიათ და ტრადიციულია. ცხელ-ცხელი ტყუილი, რაც ხათუნა გოგორიშვილისგან მოვისმინეთ არის ის, თითქოს პრეზიდენტის უფლებები გადაიხედება და შეიცვლება. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ არც სტატუსი პრეზიდენტის და არც მისი უფლებამოსილებები არ შეიცვლება. პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი.

ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ამბობდით, თითქოს ჩვენ ვართ პრორუსული მთავრობა და ამ დროს უვიზო მიმოსვლა და ასოცირების ხელშეკრულება მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება მწვანეების” წევრმა ზაზა გაბუნიამ.