აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. აღნიშნულის შესახებ სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სულ მცირე შვიდი ადამიანია დაშავებული. დაღუპულები და დაშავებულები სამი დასახლებული პუნქტის ბინადრები არიან, რომლებიც აეროდრომთან ახლოს იმყოფებოდნენ. ადგილზე მაშველთა ბრიგადა მუშაობს.
აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ. ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოიყენა.
საჰაერო დარტყმები ჰომსში მდებარე შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.