იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხედავთ თუ რა ტიპის ქვეყანა მივიღეთ და ამაში თქვენს პასუხისმგებლობასაც აცნობიერებთ

იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხედავთ თუ რა ტიპის ქვეყანა მივიღეთ და ამაში თქვენს პასუხისმგებლობასაც აცნობიერებთ

იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხედავთ თუ რა ტიპის ქვეყანა მივიღეთ და ამაში თქვენს პასუხისმგებლობასაც აცნობიერებთ, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ღვიანიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ”ქართული ოცნების” მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ხალხს თავი გასული 4 წლის განმავლობაში შეუსრულებელი დაპირებებით დაამახსოვრა. დეპუტატმა ასევე არაფორმალურ მმართველობაზეც ისაუბრა.

”ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არც პრეზიდენტია, არც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, არც საპარლამენტო ხელისუფლების ნაწილია, მაგრამ ყველაფერი არის მის საკუთრებაში. მთავრობაც, საპარლამენტო უმრავლესობაც, გუბერნატორებიც და გამგებლებიც. მე დიდი იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხედავთ თუ რა ტიპის ქვეყანა მივიღეთ და ამაში თქვენ პასუხისმგებლობასაც აცნობიერებთ. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენ, ”ევროპული საქართველო”, დემოკრატიული გზით და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილება მოვა თუ ყველას ეყოფა გამბედაობა, ვაჟკაცობა და ამავე დროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ილაპარაკოს სიმართლე და არ შეალამაზოს არსებული რეალობა”, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.