ვლადიმერ პუტინმა სირიაში არსებული სიტუაცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა

ვლადიმერ პუტინმა სირიაში არსებული სიტუაცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა

რუსთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სირიაში არსებული სიტუაცია განიხილა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სირიაში არსებული სიტუაციის დეტალური განხილვა შედგა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

„ვაშინგტონის ქმედებები კიდევ ერთხელ კვალიფიცირებული იყო როგორც აგრესია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ღრმა აღშფოთება გამოთქვეს მსგავსი აგრესიული ქმედებების გარდაუვალი შედეგების გამო“.

„ასევე მწუხარება გამოთქვეს იმ ზიანის გამო, რომელიც რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს მიადგება“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რაც რუსეთის მიერ სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას უკავშირდება.