ჯონ მაკკეინი:   დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

ჯონ მაკკეინი: დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში შაირათის ავიაბაზის დაბომბვის შესახებ გამოეხმაურა.

„მივესალმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს, რომელმაც სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავიანთი მთავარსარდალის ბრძანების სასფუძველზე მათ მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნეს: აშშ მეტი აღარ დადგება გვერდზე მაშინ, როდესაც ასადი პუტინის დახმარებითა და წაქეზებით უდანშაულო სირიელებს ხოცავს ქიმიური იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

„წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპა ქმედითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სირიაში უაღრესად კრიტიკულ მომენტს დაუპირისპირდა. ამისთვის ის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს“, - აღნიშნა მაკეინმა.

„ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ის, რომ ტაქტიკურმა წარმატებამ სტრატეგიული პროგრესი მოგვიტანოს. ამ სტრატეგიის პირველი ზომა ასადის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონები შევქმნათ, რათა ჰუმანიტარული კრიზისი გადავჭრათ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა განვაგრძოთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია“, - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.