ე.წ. მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი შევიდა.
მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა მოინახულოს.
დაწესებულებაში შესვლამდე დეკანოზს კომენტარი არ გაუკეთებია. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სავარაუდოდ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც მოისმენს.