„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით, პრეზიდენტის ანგარიში მეტ-ნაკლებად ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ძირითადი აქცენტები არაფორმალურ მმართველობაზე უნდა ყოფილიყო გამახვილებული, რაც მარგველაშვილს არ გაუკეთებია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ მელიამ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა მეტ-ნაკლებად ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. თუმცა, დამაკლდა მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება. დღეს, ქვეყანაში სასამართლო სისტემას, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს, ივანიშვილი აკონტროლებს, მას აქვს მცდელობა მთელი მედია მოსპოს და პრეზიდენტს ამ თემებზე უნდა დაესვა აქცენტი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.