კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კრიმინალთან ბრძოლაზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები.
”რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, რაც ასევე აღელვებს საზოგადოებას: ადრეც მითქვამს, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები.
ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში, გიდასტურებთ ჩემს მხარდჭერას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.