მივმართავ ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატო-ს მომავალ სამიტზე

მივმართავ ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატო-ს მომავალ სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს მიმართავს, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პოზიცია გაახმოვანონ. 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მიმართა.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს. შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. მომავალ ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატო-ს მომავალ სამიტზე“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება.