IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს

IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. კერძოდ, კითხვაზე: ”რა მიგაჩნიათ ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად” რესპოდენტთა 18% მიიჩნევს, რომ ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის რეფორმაა, 3% ხელისუფლების წარმატებული რეფორმის შედეგად მიიჩნევს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასევე 3% თვლის, რომ წარმატებულია რეფორმა განათლების სფეროში. 

ამასთან, IRI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია, გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა ეკონომიკური კრიზისია, 11% კი წარუმატებლობად ინფლაციას ასახელებს.